უკრაინელმა ჰაკერმა სამთავრობო მონაცემების გაყიდვა კრიპტოვალუტაში სცადა

0
1446

უკრაინელმა ჰაკერმა სამთავრობო მონაცემები მოიპარა და კრიპტოვალუტით გაყიდვა სცადა.

Cyberpolice-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერმა, რომლის ვინაობა არ არის გამჟღავნებული, შეძლო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მონაცემთა ბაზაში შესვლა, უფლებამოსილი პერსონალის პირადი ანგარიშების გამოყენებით.

სავარაუდოდ, ჰაკერმა ელ.ფოსტის მისამართებსა და სოციალური მედიის ანგარიშებში გამოიყენა. ამ მარტივი მეთოდის თანახმად, მან აღმოაჩინა მთავრობის მონაცემთა არაერთი ბაზა.

ამის შემდეგ იგი უკვე ცდილობდა, რომ “ჰაკერების სივრცეში” ციფრული ვალუტით ინფორმაცია გაეყიდა.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა დამნაშავის დაკავება დროულად მოახერხეს.

დამნაშავეს ბრალი ედება უნებართვო გაყიდვასა და ინფორმაციის შეზღუდული დაშვების გავრცელებაში. დანაშაულითვის მაქსიმალური სასჯელის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების შესახებ კანონის საბოლოო ვარიანტი ჯერ კიდევ 2019 წელს დაამტკიცა.

რადამ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, გამოაქვეყნა კანონის საბოლოო ვერსია, რომელშიც ციფრული ვალუტა, როგორც პოტენციური საფრთხისშემცველი აქტივი ისე არის განხილული. საქმე ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას შეეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი