სამხრეთ კორეის სატელეკომუნიკაციო კომპანია, SK Telecom–მა განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის დაზღვევისთვის დაფუძნებული დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი სულ მალე Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.
ამ დრომდე მომხმარებლებს უწევდათ ტექნიკური ოფისში მისვლა, რომ დაზღვეული სარგებელი დაზიანებული ტელეფონებისთვის მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას თავის სისტემაში უკვე წლებია, რაც Blockchain ტექნოლოგია აქვს დანერგილი.
SK Telecom იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ ე.წ. ავთენტურობის პროგრამას, რომლის მიზანიცაა მონაცემის ნამდვილობის დადგენა.
კომპანია მომხმხარებელს Blockchain-ზე დაფუძნებულ აქტივების მართვის სერვისაც სთავაზობს.
კომპანიის Blockchain-ის განყოფილების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ო სე-ჰიონის განცხადებით, სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს ყველა საბანკო ანგარიში და საკრედიტო ბარათი. აღნიშული სერვისით კრიპტოვალუტის ტრანზაქციების განხორციელებაც შესაძლებელია.
“ჩვენ ფინანსურად ვუზრუნველყოფთ კომპანიების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობენ Blockchain ტექნოლოგიების გამოყენებას და შექმნიან Blockchain ეკოსისტემას”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა SK Telecom-ის Blockchain-ის განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ო სე-ჰიონმა.