ავსტრიაში სავაჭრო ობიექტებში გადახდა ციფრული ვალუტით იქნება შესაძლებელი

0
1875

ავსტრიაში მცხოვრებ კრიპტოვალუტის მფლობელებს მალე შეეძლებათ, რომ მაღაზიებში პროდუქციის საფასური ციფრული ვალუტით გადაიხადონ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, 2.500-ზე მეტმა სავაჭრო ობიექტმა კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის მეთოდი ისე მიიღოს.

გადახდა A1 Payment–ის გამოყენებით მოხდება.

ავსტრიული fintech კომპანიის, Salamantex-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კრიპტო გადახდის სერვისული პროგრამა A1 Payment პლატფორმაში არის ინტეგრირებული. 2020 წლის ზაფხულში მომხმარებლები სავაჭრო ობიექტებში ნაღდი ანგარიშსწორების ან საკრედიტო ბარათების ნაცვლად, ბიტკოინით, ეთერიუმითა და Dash-ით გადაიხდიან.

Salamantex-მა ასევე დადებითად მოიხსენია ავსტრიის მთავრობის ციფრული სექტორისადმი ბოლოდროინდელი დამოკიდებულება, რაც მეტ უნაღდო ანგარიშსწორებას გულისხმობს.

”ჩვენი მიზანია ციფრული ვალუტით გადახდა ისეთივე მარტივი და ბუნებრივი იყოს, როგორც საკრედიტო ბარათებით, რომლებითაც ჩვენ უკვე ათწლეულების განმავლობაში ვსარგებლობთ. A1 პარტნიორი გვყავს ავსტრიის მასშტაბით, რომელიც, ისევე როგორც ჩვენ, დარწმუნებულია მომავლის ამ გადახდის სისტემაში და მუშაობს იმაზე, რომ ციფრული ვალუტით გადახდა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი”,-განაცხადა Salamantex-ის წარმომადგენელმა, მარკუს პეზეზვიჩმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი