შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნას აქტიურად განიხილავს

0
1871

შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ბანკის მიერ შექმნილ ციფრული ვალუტას ეხება.

როგორც ცნობილია, Sveriges Riksbank-ის ციფრული ვალუტის სახელწოდება e-krona იქნება.

თითქმის 100-გვერდიან დოკუმენტში 2020 წლის ეკონომიკური მიმოხილვაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე დიდი ხანია მუშაობს.

განცხადებაში ასევე საუბარია ციფრული ვალუტის გამოშვების აუცილებლობაზე, კონკურენციასა და სხვა ასპექტებზე. ცენტრალური ბანკის მიერ გაკეთებული განცხადება Blockchain ტექნოლოგიასაც ეხება. მოხსენება ციფრული ვალუტის უსაფრთხოების სისტემასა და თაღლითურ გარიგებებზეც ამახვილებს ყურადღებას.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად შვედეთის მთავრობას არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის მიმართ. თუმცა ხელისუფლებამ 2019 წელს ელექტრონული კრონას პოტენციური სარგებლის გამოკვლევა მაინც დაიწყო.

ერთი წლის წინ შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა პარტნიორობა ირლანდიურ კომპანია Accenture-სთან დაიწყო, რათა შექმნილიყო საპილოტე პლატფორმა ელექტრონული ვალუტის განვითარებისთვის.

”e-krona-ს საპილოტე პროექტის მთავარი მიზანია გამოიკვლიოს ვალუტის ტექნოლოგიური შესაძლებლობები”,- აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი