იაპონელი ტრეიდერები უპირატესობას რიპლის ანიჭებენ

0
1621

იაპონიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, BitMax–ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრეიდერების უმრავლესობა ეთერიუმთან შედარებით უპირატესობას რიპლის ანიჭებს.

BITMAX– ის მიერ Twitter–ზე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, იაპონიაში მცხოვრებ ტრეიდერებს შორის ბიტკოინი თითქმის ისეთივე პოპულარულია, როგორც რიპლი.

როგორც გაირკვა, გამოკითხული 1,498 ადამიანიდან 26% ბიტკოინის, 25% რიპლის, ხოლო 9% იყო ეთერიუმის მფლობელი.

მიუხედავად იმისა რომ ამჟამად ეთერიუმი კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს, იაპონელი მოვაჭრეები უპირატესობას რიპლის ანიჭებენ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ იაპონიის ციფრული ვალუტის ბირჟის ასოციაციამ ანალოგიური დასკვნები 2019 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სიის სათავეში კვლავ ბიტკოინი და რიპლი იყო მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ წელიწად-ნახევრის წინ იაპონიაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 25-დან 30 წლამდე დასაქმებული ადამიანების 14% კრიპტოვალუტის მფლობელი იყო.

კვლევა Shin R25-ს მიერ ჩატარდა.

გამოკითხულიდან 92% განაცხადა, რომ კრიპტობაზარზე ინვესტიციების განსახორცილებლად დაიწყო საქმიანობა. 37.4% აღნიშნა, რომ ვაჭრობა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ კრიპტოვალუტა უკვე ტრენდად იყო ქცეული, ხოლო 19.9% განაცხადა, რომ სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული რეკომენდაციის გამო დაინტერესდა კრიპტოვალუტით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი