ინდოეთის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტის აკრძალვას მოითხოვს

0
1301

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მიერ საბანკო საქმიანობის აკრძალვის მოხსნის სამი თვის გასვლის შემდეგ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ინიციტივით გამოდის. სამინისტრო ციფრული ვალუტის აკრძალვას მოითხოვს.

ინდოეთის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტის იურიდიულად აკრძალვას ითხოვს.

წინადადება პირველად იგზავნება მინისტრთა საბჭოში, შემდეგ კი საბოლოოდ განსახილველად გადაეგზავნება პარლამენტს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, წინადადება განსახილველად მინისტრთა საბჭოში უკვე შევიდა.

ამ ფაქტის პარალელურად რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების, აკადემიური ინსტიტუტების, სტარტაპების და კვლევითი და განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი მუშაობას იწყებდნენ.

საქმე ციფრული ვალუტის არალეგალურად გამოყენების შემთხვევებს უკავშირდებოდა.

ამ ეტაპზე ჯგუფი ათეულ პრობლემურ განცხადებას განიხილავს, რომელიც კრიპტოვალუტის უკანონო ოპერაციებში გამოყენებას შეეხება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში კრიპტოვალუტის კანონპროექტზე, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ითვალისწინებდა, ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტი მუშაობდა.

მაშინ ინდოეთის ფინანსთა და კორპორაციულ საქმეთა მინისტრმა, ნარმანა სიტარამანმა კრიპტო ინდუსტრიას ხარვეზიანი და არასრულფასოვანი უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი