ანალიტიკოსი: პოლ ტიუდორ ჯონსის კომენტარი ბიტკოინთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის

0
1295

ჯორჯ სოროსის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი ტაკეში ფუჯიმაკი აცხადებს, რომ პოლ თუდორ ჯონსის განცხადების მოსმენა ბიტკოინთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის.

“ლუი ბეკონი, ჯორჯ სოროსი, პოლ ტუდორ ჯონსი, ჯულიან როვერსონი … მათთან ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდი, ვმსჯელობდით სხვადასხვა საკითხზე. ისინი ციფრულ ვალუტას გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ. პოლ ტუდორ ჯონსის კრიპტო აქტივების სამყაროში გაწევრიანება ნიშნავს, რომ იგი სერიოზულად იღებს მსოფლიოში ინფლაციის პრობლემებს და მიიჩნევს, რომ კრიპტო აქტივი ასეთ მდგომარეობაში ვითარდება”,-განაცხადა ტაკეში ფუჯიმაკიმ.

რამდენიმე კვირის წინ ინვესტორმა პოლ ტიუდორ ჯონსმა განაცხადა, რომ ბიტკოინები მის საფულეშიც ირიცხებოდა. მისმა განცხადებამ ბაზრის მნიშვნელოვანი ცვლილება განაპირობა. კრიპტოვალუტის კურსმა ზრდა აჩვენა.

“თუკი მომიწევს პროგნოზის გაკეთება უპირატესობას, რა თქმა უნდა, ბიტკოინს მივანიჭებ”,- განაცხადა პოლ ტიუდორ ჯონსმა.

Bloomberg–ის 7 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მილიარდერმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ბიტკოინი მას ახსენებს იმ როლს, რომელსაც ოქრო 1970-იან წლებში ეკონომიკური კრიზისის დროს თამაშობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი