რუსეთში არალეგალური მაინინგისთვის ერთი პირი დააკავეს

0
1231

რუსეთის პოლიციამ დააკავა 30 წლის კრიპტოვალუტის მაინერი. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებული სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელიდან 494,000 დოლარზე მეტი ელექტროენერგიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.

პოლიციამ ორი დღის წინ რუსეთში გამოამჟღავნა უკანონო კრიპტო მაინინგის სტრუქტურა, რომელიც 500-მდე პლატფორმას ადგილობრივ ელექტრომომარაგებასთან აკავშირებს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 30 წლის კრიპტოვალუტის მაინერმა სახელმწიფოს 34 მილიონ რუბლზე მეტის დაახლოებით 494,000 აშშ დოლარის ზიანი მიაყენა.

რუსეთის ფოსტის ადგილობრივი ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია მაინინგის არასანქცირებული გამომუშავებაში.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, დაკავებული ექვსი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის მაინინგს სამსახურის კომპიუტერით ახორციელებდა.

რუსეთის პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო რუსეთის ყოფილი რეგიონალური ფოსტის უფროსის წინააღმდეგ, რომელმაც მოახერხა კრიპტოვალუტების მოპოვება ოფისის ქსელის საშუალებით.

ადგილობრივი გაზეთ RNS–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტავროპოლის ტერიტორიის ფედერალურ საფოსტო სამსახურს 30 000 რუსულ რუბლზე მეტი ზიანი მიადგა.

დაკავებულის მიმართ წაყენებული ბრალდება ასეთია: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია საგამოძიებო ჯგუფი ჯერ კიდევ მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზეა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი