8 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1330

ორშაბათს, 8 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზრის ხანმოკლე შემცირების შემდეგ ციფრული ვალუტის ფასმა კვლავ მომატება დაიწყო. თუმცა დღის განმავლობაში ფასების მცირე რყევაც შეინიშნებოდა.

ბიტკოინის კურსმა 9.700 დოლარის ზღვარი დასძლია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი კრიპტოვალუტის ფასმა მხოლოდ 0.35%-ით დაიკლო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბიტკოინის წილი 64.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილას მყოფ ეთერიუმს: ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.53%-ით შემცირდა. დღის ბოლოს კი ეთერიუმის ფასი 243 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ 8 ივნისს ეთერიუმი 245 დოლარის ნიშნულთან ახლოს იყო, თუმცა შემდეგ ალტკოინის კურსი კვლავ 243 დოლარამდე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 ივნისს, დღის ბოლო მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 275.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი