მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, განაცხადა, რომ გადარიცხვებისთვის Blockchain ტექნოლოგიას იყენებს.
ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Blockchain ტრანზაქციები სერვისის გაუმჯობესებისა და უსაფრთოხების მიზნით გამოიყენება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე გადარიცხული თანხის ოდენობა ცნობილი არ არის.
საუდის არაბეთში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დაახლოებით ორი წლის წინ საუდის არაბეთში Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სემინარების ციკლი გაიმართა.
პრეს-რელიზის თანახმად, საუდის არაბეთის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ღონისძიება იყო ნაწილი იმ გეგმისა, რაც მთავრობას ციფრულ გარემოს შექმნასთან დაკავშირებით ჰქონდა.
ტექნოლოგიების მრეწველობისა და ციფრული შესაძლებლობების დაცვის მინისტრის მოადგილემ, აჰმედ ალ-თენაიანმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის დასახული ამოცანა იყო ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლად შეძლებდნენ მუშაობასა თუ მომსახურეობის მიღებას.
“სემინარი მიზნად ისახავდა საუდის არაბეთის მასშტაბით ადამიანური რესურსის პოტენციალის შეფასებას, ცოდნისა და საჭირო უნარებით აღჭურვას, რათა ადამიანებმა მეტად გააცნობიერონ Blockchain-ის შესაძლებლობა და გამოყენების პოტენციალი”,- განაცხადა ConsaSys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ჰედიამ.