რიპლის წარმომადგენლები ბრაზილიაში ყოფნას აგრძელებენ და ცენტრალურ ბანკში ოფიციალურ პირებთან შეხვედრას მართავენ.
რიპლისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შორის 30 მაისს შედგა პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე ინსტიტუტისა და ციფრული ვალუტის საკითხი განიხილეს.
როგორც განცხადებიდან გახდა ცნობილი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს შეხვედრა ჰქონდა რიპლის აღმასრულებელ დირექტორთან. ამ ეტაპზე ზოგადი საკითხების გარდა, სხვა დეტალები არ ხმაურდება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიით აქტიურად არის დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ტექნოლოგია 2020 წლის შემოდგომამდე დაინერგება.
საქმე ეხება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მყისიერი გადახდის სისტემას.
რაც შეეხება ციფრულ ვალუტას: მედიამ მაისის ბოლოს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ბანკებმა, რომლებმაც უარი თქვეს კრიპტოვალუტის კომპანიების მომსახურებაზე, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შემოწმებას გადიოდნენ.
20 მაისს, ეკონომიკური თავდაცვის ადმინისტრაციულმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქმის ხელახლა გახსნას ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, უარს ამბობდნენ კრიპტოვალუტის კომპანიებთან მუშაობაზე.
თავდაცვის ადმინისტრაციიის საბჭოს წევრის განცხადებით, ბაზარზე კონკურენცია უნდა არსებობდეს, რადგან ეს ხელს უწყობს ეკონომიკური სისტემის განვითარებას.