წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი არცთუ მცირე რყევას განიცდიდა.
ბიტკოინი
ბიტკოინის ფასის ზრდის ტენდენცია წარუმატებლად დასრულდა. კრიპტოვალუტამ 10.000 დოლარის ნიშნული ვერ დაიბრუნა. კვირის განმავლობაში კურსი 9.145 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
თუმცა 25 მაისს ბიტკოინის კურსი 8.800 დოლარზე დაეცა.
ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის მომდევნო დონე 8.130 დოლარი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტა ფასის ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს კურსი შესაძლოა, 9.400 დოლარის დონეს დაუბრუნდეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.
ეთერიუმი
ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 200 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 220-სა და 227 დოლარს შორის იმყოფებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტის კურსი დაეცემა მოსალოდნელი დონე 176 დოლარი იქნება.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
რიპლი
რიპლის კურსი 0.19 აშშ დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
თუკი კრიპტოვალუტის ფასი დაეცემა მომდევნო დონე 0.15 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი კურსის ზრდა 0.23 დოლარზე არის მოსალოდნელი.
ექსპერტები ტრეიდერებს ამ ეტაპზე პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის კურსი 230 დოლარზე დაეცა.
წარმატების შემთხვევაში, ფასი კიდევ შეიძლება დარჩეს 230–სა და 250 დოლარს შორის.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაეცემა მომდევნო დონე 200 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსების ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა მაშინ დაიწყონ, როდესაც კურსი 280 დოლარს მიაღწევს.
ლაიტკოინი
ლაიტკოინის კურსი 42 დოლარის დონემდე არის შემცირებული.
ფასის კლების შემთხვევაში მომდევნო ნიშნული შესაძლოა, 39 დოლარი იყოს.
ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ფასის ზრდა 50 დოლარზე არის მოსალოდნელი.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა მაშინ დაიწყონ, როცა ფასი 45 დოლარის ზღვარს დასძლევს.