ციფრული ვალუტის მიმართ აფრიკის კონტინენტის ქვეყნები მეტ-ნაკლებად პოზიტიურ განწყობას გამოხატავენ.
პოზიტიური განწყობის მაჩვენებელია ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და მარეგულირებელი სისტემის არსებობა.
Arcane Research-ისა და Luno-ს ბოლოდროინდელმა მოხსენებამ აჩვენა, რომ უგანდა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, განა და კენია ტოპ 10 ქვეყანას შორის არიან, რომელთა მოქალაქეებიც Google-ით ხშირად ეძებენ სიტყვას “ბიტკოინს”.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კონტინენტი კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეგიონს წარმოადგენს.
ამავე აზრს იზიარებს Binance-ის დამფუძნებელი.
Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩენგპენგ ზაო მიიჩნევს, რომ აფრიკის კონტინენტი ფლობს კრიპტოვალუტის მიღებისა და განვითარების რამდენიმე უნიკალურ შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, რომ აპრილიდან გადასახადების კომპანია Bundle–ი ციფრული ვალუტის მომსახურეობას სთავაზობს კლიენტებს. სერვისი ნიგერიაში მცხოვრები ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Bundle-ი ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები ციფრული ვალუტის მეშვეობით.
როგორც ცნობილია, ამ წლის ბოლოსთვის, კომპანია გეგმავს აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებას.
Bundle-ს მხარს უჭერს Binance Coin-ი, ბიტკოინი და ეთერიუმი.