აშშ-ში სამართალდამცავმა უწყებამ 22 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა დააყადაღა

0
1594

გუშინ ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელმა რამდენიმე ფედერალური სააგენტო დააჯილდოვა.

საქმე კრიპტოდანაშაულის გამოძიებას ეხება.

როგორც ცნობილი გახდა, ერთობლივი გამოძიებით თაღლითურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ოპერატორების დადგენა მოხერხდა. ამის შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ 22 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა დააყადაღა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

ესპენის ინსტიტუტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილის, ტონია უგოროტცის ონლაინ შეხვედრის მიმდინარეობის დროს საუბარი შეეხო ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემებს.

ცნობილი გახდა, რომ კიბერდანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაული სამჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი კი COVID-19–ის პანდემიის ფონზე ხდება.

”ჩვენ ჩვეულებრივ, დღეში 1000 საჩივარს ვიღებთ. ახლა კი ეს რიცხი 3000-დან 4000-მდე არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს კრიპტოვალუტების სხვადასხვა სახით გამოყენება გახშირდა. თუმცა, სამწუხაროდ, მოიმატა კრიპტო დანაშაულის ფაქტებმაც”,-აღნიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი