ბიტკოინის ინვესტორი და მკვლევარი ტურ დემესტერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 6000 აშშ დოლარის ქვემოთ არ ჩამოვა. ანალიტიკოსი ფასის ზრდას პროგნოზირებს.
“მე მიმაჩნია, რომ ბიტკოინის ფასი 50,000-სა და 100.000 დოლარს შორის იმოძრავებს”,-აღნიშნა ტურ დემესტერმა.
მაისის დასაწყისში გავრცელდა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ბიტკოინს შეეძლო 100.000 დოლარის ფარგლებში ემოძრავა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა გვიან არის. ბიტკოინის ამჟამინდელი პოზიცია ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანია.
მარკ იუსკოს თქმით, მომავალი წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1000%-ით გაიზრდება.
”მე მჯერა, რომ ეს გადასვლა იქნება ყველაზე დიდი სიმდიდრის შექმნის შესაძლებლობა”,-აღნიშნა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.