5 სექტემბრიდან დღემდე ალტკოინების კურსმა საგრძნობლად დაიკლო.
8 სექტემბერს ბიტკოინ Cash-ის ფასი 220 დოლარია. ფასის შემცირებამდე კი, 4 სექტემბერს ალტკოინის ღირებულება 231 დოლარს შეადგენდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტამ კურსის კლება აჩვენა გუშინ ბიტკოინ Cash-ი ყველაზე ოპტიმალურ დონეზე დაფიქსირდა.
7 სექტემბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 228 დოლარზე დაიხურა. მაშინ როცა, 5 სექტემბერს, დღის ბოლოს ალტკოინის დონე 225 დოლარს შეადგენდა.
ფასის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში ბიტკოინ Cash-ის მოსალოდნელი დონე 200 დოლარი იქნება.
ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას მაშინ ურჩევენ, როდესაც ალტკოინის ფასი ზრდას ხელახლა დაიწყებს.
რაც შეეხება ლაიტკოინს: 5 სექტემბრიდან ალტკოინის ფასმაც დაიკლო. უფრო კონკრეტულად კი, ლაიტკოინის კურსი 50-დან 47 დოლარამდე ჩამოვიდა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი სტაბილურად გამოიყურება. ამასთანავე, დღის განმავლობაში 1.92%-იანი ფასის მატებაა დაფიქსირებული.