ენტონი პომპილიანი: კრიზისი კრიპტოვალუტით უნდა დავძლიოთ

0
1494

Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელი, ენტონი პომპალიანო ამტკიცებს, რომ სამთავრობო სტიმულირების ზომები ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის ადაპტირებას.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მთავრობის საპასუხო რეაქცია COVID-19-ის კრიზისზე ციფრული ვალუტის მასაობრივი გამოყენება უნდა იყოს.

ენტონი პომპილიანომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მან ისაუბრა Binance–ის აღმასრულებელ დირექტორთან. მათ საერთო პოზიცია აქვთ:

კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალება მხოლოდ ციფრული ვალუტა და Blockchain ტექნოლოგია არის.

ენტონი პომპილიანოსა და ჩენგპენგ ზაოს გარდა, Tudor Investment Corporation-ის დამაარსებელი, პოლ ტიუდორ ჯონსიც გამოსავალს ციფრულ ვალუტაში ხედავს.

Bloomberg–ის 7 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მილიარდერმა ინვესტორმა განაცხადა, რომ ბიტკოინი მას ახსენებს იმ როლს, რომელსაც ოქრო 1970-იან წლებში ეკონომიკური კრიზისის დროს თამაშობდა.

აპრილის დასაწყისში მედიასთან ინტერვიუს დროს ეკონომისტმა ჯონ ვეზმა განაცხადა, რომ ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის პერსპექტივა დამოკიდებულია იმაზე, თუ შექმნილი კრიზისის დროს როგორი რეაგირება ექნება მთავრობას.

ჯონ ვეზი ასევე ხაზს უსვამს პანდემიის დროს კრიპტოვალუტების ფართომასშტაბიანი გამოყენების მნიშვნელობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი