ინდოეთის მთავრობა Blockchain-ის საკითხზე მუშაობს

0
1539

ინდოეთის მთავრობა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს.

მთავრობა პარტნიორობს ისეთ Blockchain კომპანიებთან, როგორიც არის Matic Network-ი, Harmony და Aeternity.

პარტნიორობის მიზანია ქვეყნის მასშტაბით Blockchain სტარტაპებისთვის ხელის შეწყობა.

ადგილობრივი გაზეთი Telangana Today–მ 7 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამი Blockchain პლატფორმა დამწყებ სტარტაპებს დაეხმარება, რათა ქვეყნის მასშტაბით ძლიერი Blockchain ქსელი შეიქმნას.

2019 წლის ნოემბერში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ინდოეთის მთავრობა ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობდა, რათა ქვეყანაში ტექნოლოგიის ადაპტირება მომხდარიყო.

India Times-ის ცნობით, ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აღიარებს Blockchain ტექნოლოგიის პოტენციალს და საერთო ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.

სამინისტრომ დაამატა, რომ იგი მუშაობდა ეროვნული Blockchain პროექტზე.

სახელმწიფო მინისტრმა ადამიანური რესურსების განვითარების, კომუნიკაციისა და ელექტრონიკის და IT მიმართულებით აღნიშნა, რომ Blockchain-ის შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოყენება აუცილებელია ისეთ სექტორებში, როგორიცაა მმართველობა, საბანკო სფერო, ფინანსები და კიბერ-უსაფრთხოება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი