ლიხტენშტეინის ბანკის ახალი სერვისი კრიპტო-ვაჭრობას უზრუნველყოფს
ლიხტენშტეინში მდებარე ე.წ. საოჯახო ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომლის კლიენტებიც ინვესტიციას პირდაპირ კრიპტოვალუტაში განახორციელებენ. Bank Frick-მა ამ კვირაში განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის პირველი პარტია მოიცავს ბიტკოინს, ბიტკოინ Cash-ს, ლაიტკოინს, რიპლსა და ეთერიუმს. ბანკმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს მაღალი რანგის კერძო კლიენტების მომსახურებასაც, რომლებიც ციფრულ ვალუტას ევროში, დოლარსა და შვეიცარიულ ფრანკში შეიძენენ….