დღეიდან Twitter-ი ICO-ს რეკლამას აკრძალავს
ორშაბათს Twitter-მა განაცხადა, რომ ვებ-გვერდიდან კრიპტოვალუტის რეკლამებს სამშაბათიდან აკრძალავდა. განცხადების თანახმად, ყველა რეკლამა, რომელიც დაკავშირებულია პირველად მონეტარულ შეთავაზებასთან (ICO), ტოკენების გაყიდვასთან, ვაჭრობასა და კრიპტოვალუტის საფულის სერვისთან საიტიდან ამოღებული იქნება. აკრძალვა არ შეეხება იმ საჯარო კომპანიებს, რომლებიც მსხვილ საფონდო ბაზრებზე ოპერირებენ. Twitter-ის წარმომადგენელმა CNBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სოციალური ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გახდა საჭირო….