Market

    შვეიცარიაში არჩევნები Blockchain-ის გამოყენებით მიმდინარეობდა

    შვეიცარიის ქალაქ ცუგის პირველი ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები, სადაც Blockchain ტექნოლოგია გამოიყენეს, წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც კრიპტოვალუტისთვის მეგობრული ზონა. რაც შეეხება არჩევნებს: ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ საარჩევნო სისტემაში Blockchain-ის ჩართვა მომხდარიყო და მოქალაქეებს ხმა პირდაპირ საკუთარი მობილური ტელეფონიდან მიეცათ. მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის…

    Read More

      იაპონიის მარეგულირებელი ახალი ინიციატივით გამოდის

      იაპონიის ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური მომსახურების სააგენტო განიხილავს მარეგულირებელი სისტემის შეცვლას. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება აქვეყნებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური მომსახურეობის სააგენტო კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობასა და გადახდის სისტმას უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას. როოგორც სააგენტოში ამბობენ, ახალი მარეგულირებელი სტრუქტურა მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებს გააუმჯობესებს. ამასთანავე, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კრიპტოვალუტის იურიდიული საკითხი უკვე განსაზღვრულია. იაპონიაში კრიპტოვალუტა…

      Read More

        ბერმუდის მთავრობა Blockchain-ის განვითარებისთვის ცვლილებებს საბანკო სექტორში შეიტანს

        ბერმუდის მთავრობამ განაცხადა, რომ ბანკების შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი საბანკო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც ადგილობრივ fintech-ისა და Blockchain ორგანიზაციებისთვის მომსახურების გაწევას შესძლებს. იმის გამო, რომ ადგილობრივმა ბანკებმა უარი განაცხადეს ახალი ტიპის კომპანიებისთვის საბანკო მომსახურეობაზე, მარეგულირებელი საკითხებისა და პოტენციური რისკების გამო, კუნძულის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საბანკო სექტორთან კონსულტაციები გაემართა. პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას ბერმუდის პრემიერმა და…

        Read More

          ინდოეთში კრიპტოკომპანიებსა და ცენტრალურ ბანკს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

          ინდოეთის უზენაეს სასამართლოში კრიპტობიზნესისა და ბანკების სამართლებრივი დავა განიხილება. საქმე ეხება ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის მომსახურეობაზე უარის თქმას. ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ბანკის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა ემზადება პეტიციის შემუშავებისთვის, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც თავის მხრივ, ბანკი არაკონსტიტუციურად სცნობს. ინდოეთის ინტერნეტისა და მობილური კავშირის ასოციაცია, რომლის წევრიც რამიდენიმე კრიპტოვალუტის ბირჟა…

          Read More

            2 ივლისის ფასების მცირე მიმოხილვა

            ორშაბათ დღეს, 2 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარმა, საკმაოდ რთული კვირის შემდეგ, აშაკარად დაიწყო ზრდა. ბიტკოინმა კრიტიკული ზღვარი გადალახა და 6.000 დოლარის ნიშნულს ასცდა. გუშინდელი დღის მონაცემებით, კრიპტოვალუტა 6.500-დან 6.599 დოლარს შორის მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ით მოიმატა. რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტამ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ფასის 6%-იანი ზრდა მოახერხა. ორშაბათს, ეთერიუმის…

            Read More