Market

    ტექსასის მარეგულირებელმა Voyager Digital-ის განცხადება გააპროტესტა

    ტექსასის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საბჭომ (SSB) და საბანკო დეპარტამენტმა (DOB) სასამართლოში Voyager Digital-ის განცხადება გააპროტესტეს. ეჭვქვეშ დააყენეს სხვადასხვა მეთოდოლოგია და გამოთვლები, რომლებიც გამოიყენება გაკოტრებული ბირჟის კრიპტოვალუტების სამართლიანი საბაზრო ღირებულების შესაფასებლად. როგორც ცნობილია, Voyager Digital-მა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის გაკოტრების საქმეებზე სასამართლოში განცხადება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში შეიტანა და ფინანსური კანონმდებლობის მე-11 თავის მიხედვით თავი გაკოტრებულად…

    Read More

      ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა კრიპტოვალუტის SOP-ების შემუშავების შესახებ გეგმა გამოაქვეყნა

      ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა, ინდოეთის კრიპტოვალუტებისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOPs) შემუშავების შესახებ გეგმა გამოაქვეყნა. მინისტრი დანიშვნის დღიდან მოუწოდებს მთავრობას გლობალური თანამშრომლობისაკენ, რათა მის ქვეყანაში არსებული კრიპტო მარეგულირებელი გაურკვველობა აღმოფხვრას და ფინანსური სტაბილურობის რისკები მინიმუმამდე შეამციროს. მინისტრი, ცოტა ხნის წინ, ასევე დაინიშნა G20-ის პრეზიდენტად. ნირმალა სითჰარამანმა განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტის საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასამართ საერთაშორისო…

      Read More

        სემ ბანკმენ-ფრიდი ინვესტორების დაცვის მექანიზმებს მხარს უჭერს

        კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა, მხარი დაუჭირა „ცოდნის ტესტებისა და გამჟღავნების იდეას“ საცალო ინვესტორების დასაცავად. თუმცა სემ ბანკმენ-ფრიდმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროტოკოლი მხოლოდ კრიპტოვალუტაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. სემ ბანკმენ-ფრიდმა თავისი პოზიცია, ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების საქონლის მომავლის სავაჭრო კომისიის (CFTC) კომისრის კრისტი გოლდსმიტ რომეროს იდეის საპასუხოდ დააფიქსირა. მან განაცხადა,…

        Read More

          იაპონიის უსაფრთხოების სააგენტოები კრიპტო მომხმარებლებს აფრთხილებს

          საჯაროდ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო განცხადებაში, იაპონიის ეროვნული პოლიციისა (NPA) და ფინანსური სერვისების სააგენტოებმა (FSA), ქვეყნის კრიპტოვალუტების ბიზნეს ჯგუფებს გაფრთხილება გაუგზავნა და სთხოვა, განსაკუთრებით ფხიზლად იყვნენ ჰაკერული ფიშინგის შეტევების მიმართ. განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეული ჰაკერული დაჯგუფება Lazarus-ი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში განხორცილეებული მსხვილი ჰაკერული შეტევების ავტორია, რომლის დროსაც მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა ბიზნეს სექტორს. საკონსულტაციო განცხადება…

          Read More

            Mastercard-ი კრიპტოვალუტით ვაჭრობას განავითარებს

            Mastercard იყენებს Paxos-ს, რათა დაიწყოს კრიპტო ვაჭრობა ბანკებისთვის. ცოტა ხნის წინ Mastercard-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი პროგრამა, ფინანსური ინსტიტუტებისათვის მალე ხელმისაწვდომი იქნება. საქმე კრიპტოვალუტით ვაჭრობას შეეხება. პროგრამა სახელწოდებით “Crypto Source”, შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს შეიძინონ, შეინახონ და გაყიდონ კრიპტოვალუტები, რომელსაც Mastercard-ის საკუთრების გადაწყვეტა Crypto Secure-ი უზრუნველყოფს დამატებითი უსაფრთხოებისა და შესაბამისობისთვის….

            Read More