უკრაინის პრეზიდენტმა ციფრული ვალუტების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნისთვის რეგულირებადი კრიპტო ბაზრისთვის საკანონმდებლო ბაზას ადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ კანონი ციფრული ვალუტების შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, უზენაესმა რადამ, თებერვალში მიიღო. ციფრული ვალუტის ბირჟებსა და კრიპტო კომპანიებს მოეთხოვებათ რეგისტრაციის გავლა, რათა უკრაინაში მუშაობა ლეგალურად დაიწყონ. ბანკებს კი უფლება აქვთ, რომ კრიპტო…