Coinbase–ის პრეზიდენტი: კრიპტოვალუტა უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს

0
1048

Coinbase–ის პრეზიდენტი და მთავარი ოპერატიული ოფიცერი, ემილი ჩოი აცხადებს, რომ 2009 წლიდან დღემდე კრიპტო ინდუსტრიამ დიდი გზა გაიარა, მაგრამ ციფრული ვალუტის გამოყენება უფრო მარტივი უნდა გახდეს.

”ბევრი თვალსაზრისით, მე ყოველთვის ერთი მაგალითი მახსენდება, რომელიც ძველ მობილურ ტელეფონებს ეხება. კრიპტოვალუტის მხრივ ჩვენც სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ამიტომ ციფრული ვალუტა უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ”,- აღნიშნა Coinbase–ის პრეზიდენტმა.

უნდა აღინიშნოს, რომ სან–ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სიახლეებს. მაგალითად, 2021 წლის დასაწყისში Coinbase–მა ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა.

პლატფორმის მიზანია ემიტენტების დახმარება და მომსახურეობის სწრაფად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად მიღება.

კლიენტებს შეუძლია Asset Hub–ის ოფიციალური განაცხადი შეავსონ. აპლიკაცია ითხოვს აქტივის სახელწოდების დასახელებას და კლიენტისგან პროდუქტის შესახებ რამდენიმე კითხვაზე პასუხს. შემდეგ განცხადება მუშავდება და განხილვის პროცესში გადადის.

ამასთანავე, პლატფორმა შეფასების პროცესს ინარჩუნებს, რათა უზრუნველყოს Coinbase– ის სამართლებრივი და უსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი