4 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1427

ოთხშაბათს, 4 სექტემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბიტკოინი კვლავ ცდილობს, რომ 11.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს. თუმცა კრიპტვალუტის ფასი კვლავ 10.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.9%-ით არის გაზრდილი.

ციფრული ვალუტების ბაზარზე კი ბიტკოინის წილი 70.5%-ს შეადგენს. ანალიტიკოსების მოსაზრებით კი, ბიტკოინის ფასი სულ მალე აუცილებლად მიაღწევს 13.000 დოლარის დონეს.

რაც შეეხება, რიგით მეორე კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 170 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ფასმა მხოლოდ 1%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 271 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი