8 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1185

ხუთშაბათს, 8 აპრილს ციფრული ვალუტების ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესდა.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსმა დღის მეორე ნახევარში 57.900 დოლარზე მეტს მიაღწია. თუმცა დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 2.74%-ით გაიზარდა. მაგრამ ეს ფასი ანალიტიკოსებისთვის საკმარისია, რათა კრიპტოვალუტის მომდევნო დონედ 58.100 დოლარი განსაზღვრონ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 2.01%-ით არის შემცირებული.

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის ფასმაც განიცადა ზრდა. ალტკოინის კურსი დღის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასმა კი 2.084 დოლარს მიაღწია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 5.19%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 966.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი