იაპონიის კრიპტოვალუტების ბირჟის ასოციაციას 5 ახალი წევრი ჰყავს

0
1648

იაპონიის ციფრული ვალუტების ბირჟის ასოციაციას კიდევ ხუთი კრიპტოვალუტის ბირჟა შეუერთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ხუთი ახალი წევრის სია ასე გამოიყურება: Coincheck-ი, Everyone’s Bitcoin-ი, Lastroots-ი LVC Corporation-ი და Coinage Corporation-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟებს მეორე ტიპის კლასიფიცირება აქვთ მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟებს რეგისტრაცია ოფიციალურად უნდა ჰქონდეთ გავლილი.

ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეორე ტიპის კლასიფიცირებას არამხოლოდ ბირჟები, არამედ კრიპტო კომპანიებიც მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Coincheck-მა კრიპტობირჟის საქმიანობისთვის ლიცენზია ქვეყნის ფინანსური მარეგულირებლისგან მიიღო. თუმცა Coincheck-ის ახალმა ოპერატორმა Monex-მა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ციფრული ვალუტების ბირჟის ასოციაცია არის თვითმარეგულირებელი ორგანო, რომელიც აპრილში ჩამოყალიბდა. ამ ეტაპზე ასოციაციის წევრი 16 რეგისტრირებული კრიპტობირჟაა. ასოციაცია მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფას.

ოქტომბერში იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა ოფიციალურად მიანიჭა ორგანოს თვითმარეგულირებლის სტატუსი, რათა კრიპტო სექტორი გაეკონტროლებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი