ისრაელში ახალი კრიპტო სტარტაპი მუშაობის დაწყების მოლოდინშია

0
1206

ისრაელის ახალმა სტარტაპმა, „სიმეტრიამ“ დადებითი მესიჯი ისრაელის ფასიანი ქაღალდების ორგანოსგან მიიღო. სტარტაპის მიზანი კრიპტო სავაჭრო საქმიანობის დაწყებაა.

მარეგულირებელ ორგანოში შეტანილ სააპლიკაციო წერილში სტარტაპი ითხოვს თანხმობას, რათა ციფრული ვალუტის ბირჟა მუშაობას შეუდგეს.

ისრაელის მარეგულირებელმა, 2020 წელს გამოქვეყნებული ფასიანი ქაღალდების მემორანდუმის შესახებ, მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობდა მცირე ზომის ინოვაციური ციფრული ბირჟების შექმნას.

ამრიგად, სტარტაპის წერილი წინასწარი განწყობის საფუძველზე დაკმაყოფილებული იქნება უახლოეს მომავალში.

უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ არცთუ კრიტიკულად არის განწყობილი.

ჯერ კიდევ 2019 წელს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი კრიპტობირჟის სასარგებლოდ გამოიტანა.

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, Leumi Bank-ს კრიპტოვალუტის ბირჟისთვის მარეგულირებელი წესებიდან გამომდინარე, ანგარიშის გაუქმების საშუალება არ მიეცა.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ქვეყანა კრიპტოვალუტას გადახდის ლეგალურ საშუალებად არ აღიარებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი