ინდოეთის შტატი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

0
1307

ინდოეთის შტატი, ტამილ ნადუ ახალი ტექნოლოგიური პროექტების შექმნით არის დაკავებული. ახალ ტექნოლოგიებში Blockchain ინფრასტრუქტურაც იგულისხმება.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ედაპადდი კ. პალანისვამამ განაცხადა, რომ ტამილ ნადუს Blockchain პოლიტიკა ექნება.

პალანისვამამ ასევე განაცხადა, რომ ტამილ ნადუ აპირებს დაიწყოს პროექტი Knowledge Proof Identity–ზე დაფუძნებული სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რაც მინისტრის თქმით, რევოლუციას მოახდენს მთავრობის მხრიდან მომსახურების სფეროების განვითარებაში.

პროექტი განხორციელდება მონაცემთა ბაზისა და Blockchain Backbone ინფრასტრუქტურის შექმნისა და გამოყენების საშუალებით. Blockchain ინფრასტრუქტურა იფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი შეუცვლელი ფინანსური ინსტიტუციის წყარო, როგორც სამთავრობო მონაცემებისა და პროცესების მართვის მხრივ, ასევე სამოქალქო სექტორის მიმართულებით.

Blockchain Backbone ინფრასტრუქტურის ამოქმედებით, სახელმწიფო ასევე აცნობიერებს ფორუმის შექმნის აუცილებლობას დამწყებ ორგანიზაციებსა და აკადემიებს შორის ეკოსისტემის ასაშენებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, ტამილ ნადუს შტატმა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა ინფორმაციის დასაცავად და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი