ინდოელი სამართალდამცავები ციფრული ვალუტის ბირჟებს ამოწმებენ

0
944

ინდოეთის აღმასრუებელი სააგენტოს (ED) დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსურ დანაშაულებზე, თვალყურს ადევნებს კრიპტოვალუტის ბირჟებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ტრანზაქციების დამუშავებაში.

ბირჟებმა 10 მილიარდ რუპიაზე მეტი, ანუ დაახლოებით 130 მილიონი დოლარი, საერთაშორისო საფულეებში გამოძიების ქვეშ მყოფი კომპანიებიდან გაგზავნეს.

ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, რომ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება ათზე მეტი კრიპტო სააგენტო, რომელიც აღნიშნულ ოპერაციებში იყო ჩართული.

ტრანზაქციები 1 მილიარდ რუპიამდე, ანუ 1.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, სავარაუდოდ განხორციელდა იმ ადამიანების სახელზე, რომლებსაც არ ჰქონდათ კავშირი ფულთან იმ კომპანიების მიერ, რომლებიც გამოძიებას ექვემდებარებოდა.

“ამ კომპანიებს ხშირად ჰქონდათ კავშირი ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (KYC/AML) პროცედურებმა აჩვენა, რომ ტრანზაქციები იყო საეჭვო, არ განხორციელებულა გაძლიერებული სათანადო გამოკვლევა და არც ამ საეჭვო ტრანზაქციის ანგარიშები ყოფილა ED-ში წარდგენილი”,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გასულ კვირას ED-მა გააყინა WazirX-ის საბანკო ანგარიშები, რომლებიც შეიცავდა დაახლოებით 647 მილიონ რუპიას ან 8,1 მილიონ დოლარს. ბრალდებები საკმაოდ სერიუზლია.

ბანკს 16 კომპანიასთან კავშირი ედება ბრალად, რომელის სავარაუდო მიზანიც ფულის გათეთრება იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი