გამოკითხულთა შორის კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანების რიცხვი იზრდება

0
803

CNBC-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 8%-ს აქვს დადებითი შეხედულება კრიპტოვალუტის შესახებ.

მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მარტში 19% დაფიქსირდა.

CNBC-ის ყოვლისმომცველი ამერიკის ეკონომიკური კვლევა ჩატარდა 26 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე. გამოიკითხა 800 ადამიანი.

CNBC-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც უარყოფითი ხედვა ამ ადამიანების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. ნოემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 43%-ს შეადგენდა.

CNBC-ი ვარაუდობს, რომ შედეგები მიუთითებს ინვესტიციის დრამატულ ვარდნაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში არ არის აღნიშნული, თუ რამ გამოიწვია ნეგატიური განწყობა მიზეზი მაინც გასაგებია. ნეგატიური განწყობა ციფრული ვალუტის ფასების ვარდნას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ დოლარით გამყარებულმა სტაბილკოინმა, Terra USD-მა (UST) სრული კრახი განიცადა.

ნოემბერში კი ყველაზე დიდი შოკი მოხდა. FTX-მა, სიდიდით მესამე კრიპტო ბირჟამ, 11 ნოემბერს გაკოტრების შესახებ განაცხადა.

ამ კვირაში CNBC ფინანსური მრჩეველთა სამიტზე გამოსვლისას, ბრაიან ბრუკმა, კრიპტო ბირჟის Bitfury-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა 90% საცალო ბაზარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი