ბრაზილიის უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის სისტემაში ერთიანდება

0
2125

ბრაზილიის მაღაზიათა ქსელის გიგანტმა Via Varejo-მ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ პარტნიორობას იწყებს Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის პროვაიდერ Airfox-თან.

Via Varejo, რომელიც ფლობს სახლის მოწყობილობას და ავეჯის ქსელს Casa Bahia-ს ერთიანდება Airfox-ის ციფრულ პლატფორმასთან.

როგორც პრეს-რელიზში აღნიშნულია, მომხმარებელს შეეძლება Casa Bahia-ში საქონლის შეძენა პირდაპირ Airfox-ის საშუალებით. კლიენტებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ აპლიკაცია პირად ფინანსებზე წვდომისთვის.

Airfox-ი არის მობილური საფინანსო მომსახურება, რომელიც დაარსდა 2018 წლის თებერვალში და მოიცავს Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მომსახურეობას.

Via Varejo არის ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი, რომელიც მოიცავს სახლისთვის საჭირო მოწყობილობას. Via Varejo-ს მომხმარებელთა რაოდენობა 60 მილიონს აღწევს. კომპანია ფლობს 900-ზე მეტ მაღაზიას ბრაზილიის 350 ქალაქში.

პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს Via Varejo-ს გაყიდვების რაოდენობამ დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი