აშშ-ში კრიპტოვალუტის მოგების გადასახადი გაიზრდება

0
1156

გასულ კვირას კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდის შემდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოგების გადასახადის დაწესებას გეგმავს.

”გადასახადი ძალიან კარგად მუშაობს ეკონომიკისთვის”,-განაცხადა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Financial Times- თან ინტერვიუში.

პრეზიდენტის გეგმის თანახმად, კაპიტალის მოგების გადასახადის მაჩვენებელი 39,6%-მდე გაიზრდება. ამჟამინდელი 20%-ანი საბაზო განაკვეთი შეეხება მათ, ვისაც ერთ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

ამასთანავე, უინკლევოსების კრიპტობირჟის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2021 წელს აშშ–ში კრიპტო ინვესტორების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.

კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ზრდასრულთა თითქმის 2/3-ს კრიპტოვალუტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიიღება სურს. მონაცემები შეგროვდა 18–65 წლის ასაკის 3000 აშშ-ს მოქალაქისგან.

გამოკითხულთა 63%-მა თავი ციფრული ვალუტით დაინტერესებულ პირად მიიჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამჟამად შესაძლოა, არ ფლობენ კრიპტოვალუტას, მაგრამ სურთ მეტი გაიგონ ან გეგმავენ ციფრული ვალუტის ყიდვას.

წელს კრიპტო ინვესტორების რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება. გამოკითხულთა დაახლოებით 13% აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის შეძენას 2021 წელს აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი