ჯო კერნენი: 2020 წელს ბიტკოინის ფასი 55.000 დოლარი იქნება

0
1405

კრიპტო ანალიტიკოსი ჯო კერნენი ბიტკოინის შესახებ პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, 2020 წლის მაისში შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასმა 55.000 დოლარს მიაღწიოს.

ამის შესახებ განცხადება ჯო კერნენმა CNBC-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

უნდა აღნიშნოს, რომ მანამდე ჯო კერნენი ბიტკოინის მიმართ არცთუ პოზიტიურად იყო განწყობილი.

გარდა ჯო კერნენისა, ბიტკოინის ფასის ზრდას Pantera Capital-ის დამფუძნებელიც ვარაუდობს. დენ მორჰედიმ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სრულიად შესაძლებელი იქნება, რომ ბიტკოინის ფასმა 42.000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

აქედან გამომდინარე, დენ მორჰედი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს აქვს პოტენციალი რამდენიმე წლის განმავლობაში 356.000 დოლარის პოზიცია დაიკავოს.

უფრო კონკრეტულად კი, Pantera Capital-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ცოტა ხნის წინ ბიტკოინის შესახებ მედიით გავრცელდა Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზიც. მაიკ ნოვოგრაცი აცხადებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის ფასზე დადებითად აისახება.

ის ფიქრობს, რომ 2019 წლის ბოლომდე ბიტკოინი 2017 წლის დეკემბრის ნიშნულს დაუბრუნდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი