ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის სასამართლომ NFT პლატფორმა დააჯარიმა

0
847

ჩინეთში, ჟენშენის პროვინციაში დაარსებულმა კომპანია, Qice-მა NFTCN-ის მშობლიური კომპანიის, BigVerse-ის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

სარჩელში ნათქვამია, რომ NFTCN-ის მომხმარებელმა ჩინელი მხატვრის, მა ქიანლის, საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრები მოიპარა. მა ქიანლი თავის ნამუშევრებს NFT პლატფორმის დახმარებით აცნობს საზოგადოებას. სწორედ ამ პლატფორმიდან მოხერხდა მისი ერთ-ერთი ანიმაციის მოპარვაც.

შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ NFTCN პლატფორმა დამნაშავედ ცნო იმაში, რომ არ შეამოწმა გაყალბების ან ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა მანამ, სანამ მომხმარებლებს NFT-ების დამზადების უფლებას მისცემდა.

შედეგად, NFTCN-ს თანამონაწილეობის ბრალდებით, უფრო ზუსტად კი საინფორმაციო ქსელების მეშვეობით ნამუშევრების გავრცელების უფლების ხელშეწყობისთვის ბრალი დაუმძიმდა.

აღნიშნული ნამუშევარი დაახლოებით 900 ჩინურ იუანად გაიყიდა, რაც 137 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

მიუხედავად ნამუშევრის არც თუ ისე მაღალი ღირებულებისა, BigVerse-ს 4000 იუანის (ან 611 დოლარის) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაევალა, რომელიც მომჩივან კომპანია Qice-ს უნდა გადაუხადოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი