ორი ჩინური საფინანსო კომპანია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

0
877

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩინეთის ერთ-ერთმა სახელმწიფო ბანკმა და ფინანსური მომსახურების კორპორაციამ, ჩინეთის UnionPay-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შეთანხმების პირობების მიხედვით, მხარეები ერთობლივად შეისწავლიან Blockchain ტექნოლოგიას, რომელსაც შემდეგ გადახდის სისტემაში გამოიყენებენ.

პარტნიორობა ასევე მიზნად ისახავს კომპანიის საერთაშორისო გადარიცხვების რაოდენობის გაზრდასაც. ორივე კომპანია ერთობლივად იკვლევს დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიების მახასიათებლებს, რათა შემდგომში ამ ტექნოლოგიების გამოყენებით საბანკო და გადარიცხვების მომსახურება გააუმჯობესოს.

ინიციატივის ფარგლებში, UnionPay მიზნად ისახავს მობილურით ინტეგრირებული ფინანსური მომსახურების ერთიანი სისტემის შექმნას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ სპეციალური კოდი გამოიყენონ ტრანზაქციისა და სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად.

რაც შეეხება სახელმწიფო ბანკს, ბანკი შემდგომში დაიწყებს გადახდის სისტემაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას, რათა მომხმარებელი უზრუნველყოს უსაფრთხო, უფრო მოსახერხებელი და ეფექტური მობილური გადახდის მომსახურების სისტემით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი