ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში Blockchain-ის განვითარებისთვის 10 მილიარდი იუანის ინვესტიცია განხორციელდა

0
533

საინვესტიციო ფონდმა ჩინეთის ქალაქ ნანჯინგში Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისთვის 10 მილიარდი იუანის ინვესტიცია განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცოტა ხნით ადრე გაიმართა ინოვაციური სამრეწველო საზოგადოების სამიტი, რომელსაც Blockchain ინდუსტრიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ასევე პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

სამიტზე ასევე იმყოფებოდა სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის “გლობალური ფინანსების საზოგადოების” თავმჯდომარე ო კაპ-სოო, რომელმაც მხარი დაუჭირა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით.

როგორც ცნობილი გახდა, ინიციატივის ფარგლებში, ქალაქ ნანჯინგში Blockchain კომპანიებს ერთგვარი ბაზა ჩამოყალიბდება.

Tsinghua University-ის ინტერნეტ ინდუსტრიის კვლევის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ვანგი ქსიანჰუმ სამიტზე ისაუბრა გლობალური თანამშრომლობის, მრეწველობის ინტეგრაციის, კონსენსუსის და ავტონომიის აუცილებლობის შესახებ, რათა მომავალში ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ პეკინში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველმა Blockchain-ი ახალი თაობის ტექნოლოგიის მაგალითად მოიყვანა, რომელმაც ძირეული გარღვევა მოახდინა ტექნოლოგიების სფეროში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი