ჩინეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ექსპერტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

0
786

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიის აღწერის მიხედვით ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტებს ეძებს.

ბანკი ეძებს ინჟინერს, რომელსაც ექნება გამოცდილება Blockchain ტექნოლოგიასთან მუშაობის. ჩინეთის სახალხო ბანკის მიზანია შეიქმნას უსაფრთხო მონაცემთა დიდი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც კრიპტოვალუტის ტრანზაქციების განხორციელება შესაძლებელი იქნება.

ინჟინრები პასუხისმგებელნი იქნებიან ციფრული ვალუტასათან და მასთან დაკავშირებული პროგრამული სისტემების უზრუნველყოფაზე, დაშიფვრის ტექნოლოგიასა და უსაფრთხოების სისტემაზე.

ბანკი ასევე ეძებს ეკონომიკურ და ფინანსური საკითხებში სამართლის სპეცლიალისტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ციფრული ვალუტის სამართლებრივ კვლევაზე, ეკონომიკური მექანიზმების ანალიზსა და რისკის მართვაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ადგილობრივმა მედია საშუალებამ, CN Finance-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა stablecoin-ის შექმნის საკითხზე მუშაობდა.

სტატიაში ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ჩინეთმა უნდა შეაფასოს იუანით მხარდაჭერილი stablecoin-ის შესაძლებლობები და ამასთანავე, კრიპტოვალუტაზე დაწესებული აკრძალვები შეინარჩუნოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი