ჩინეთში Neo-ზე მოთხოვნა იზრდება

    „ჩინეთის მხრიდან კრიპტოვალუტის აკრძალვამ Neo-ზე გავლენა იქონია”, – აცხადებენ ორგანიზაციის დეველოპერები.

    ოდესღაც „ჩინეთის ეთერიუმად“ წოდებული Neo ახლა დიდი წნეხის ქვეშაა მოქცეული. მიზეზი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიტო მწარმოებელი ქვეყნის, ჩინეთის მხრიდან ციფრული ვალუტის მაინინგის აკრძალვა გახდა.

    როგორც ცნობილი გახდა, Neo-ს დეველოპერები მომხმარებლებისათვის ფინანასურ ოპერაციებს ჩინეთის მიღმა აწარმოებენ. უფრო ზუსტად კი კომპანიის საზღვარგარეთული ფილიალებიდან, რომელსაც Neo Global Development-ი (NGD) აფინანასებს.

    მიუხედავად ამისა, ჩინეთში Neo-ზე მოთხოვნა იზრდება. ამჟამად, ის ერთ-ერთია იმ შვიდი კომპანიიდან, რომელსაც ნება აქვს დართული Blockchain-ზე დაფუძნებული სერვისები კანონიერად აწარმოოს. ამასთანავე, კომპანიის ერთ-ერთი მიზანი NFT-ის მიღების გაფართოებაა.

    შეგახსენებთ, რომ Neo Global Development-მა ბოლო პერიოდში მრავალი DeFi და Dapps პროექტი განახორციელა. გასულ წელს კომპანიამ Neo 3.0-ის გამოშვება უზრუნველყო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *