ჩინეთიდან უკანონოდ თანხების გადინება ნაწილობრივ კრიპტოვალუტით ხდება

0
1203

“ჩინეთი ეკონომიკური რისკის წინაშე დგას, რადგან სათამაშო ბიზნესის უკანონო ოპერატორებს ერთი ტრილიონი იუანის სახსრები, ნაწილობრივ კრიპტოვალუტაში, ქვეყნიდან გააქვთ”, – ამბობს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი.

“უკანონო აზარტული თამაშებისა და კაზინოების შედეგად ყოველწლიურად ტრილიონი იუანის გადინება ხდება (დაახლოებით $ 146,5 მილიარდი) ჩინეთიდან”,- აღნიშნა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ლიაო ჯინრონგმა.

მან განაცხადა, რომ საზღვარგარეთ სათამაშო პლატფორმებისა და კაზინოების ოპერატორები თანხას აგროვებენ მოთამაშეებისგან ციფრული ვალუტების გამოყენებით, რაც ამ საქმიანობის გამოძიებას უფრო უძნელებს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

პეკინში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიაო ჯინრონგმა აღნიშნა, რომ ასეთი უზარმაზარი თანხის უკანონო გადინებამ შეიძლება ჩინეთის ეკონომიკური უსაფრთხოება დაანგრიოს.

მან დასძინა, რომ თუ კაზინოებისა და კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული აზარტული თამაშების უკან მყოფი “ბანდები” შეთქმულებას აპირებენ “უცხო სახელმწიფოებთან” ერთად ეს ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი