ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში პოლიციამ კრიპტო თაღლითობისთვის 12 პირი დააკავა

0
560

ჩინეთის სამართალდამცავმა უწყებამ თაღლითური ჯგუფი გამოავლინა. როგორც გაირკვა, დაკავაბულები კრიპტოვალუტის თაღლითურ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალება Jinse იუწყება, 20 მაისს პოლიციამ გუანდგდოს პროვინციაში 12 პირი აიყვანა.

დაკავებულებმა შექმნეს ყალბი პლატფორმა, რომელიც ფულის გათეთრების მიზნით გამოიყენეს. შემდეგ კი ეს თანხმა საზღვარგარეთ გადარიცხეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში კრიპტო თაღლითობის ფაქტები გახშირდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სამართალდამცავმა უწყებამ თაღლითობის სქემა გამომაჟღავნა.

როგორც გაირკვა, ციფრული ვალუტის კომპანია Wotoke-მა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა მიითვისა.

ჩინური მედია წერდა, რომ დაზარალებულთა რიცხვი 715.000-ზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სახალხო ბანკის სოციალური მედიის ანგარიში მოქალაქეებს ფულადი სახსრების არალეგალური სქემების შესახებ აფრთხილებდა.

საქმე ეხებოდა უკანონო საქმიანობისთვის კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნილოგიის გამოყენებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი