Binance-ი იაპონიის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს მაშინ, როცა ჩინეთმა ბირჟას საქმიანობა აუკრძალა

0
605

ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის იაპონიის ბაზარზე შესვლას საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს.

თუმცა იაპონიის მეზობელი, ჩინეთი ციფრული ვალუტის მიმართ კვლავ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ჩინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას კრიპტოვაჭრობის წინააღმდეგ.

ბეიჯინგის ფინანსური სამეთვალყურეო ადმინისტრაციის დირექტორის, ჰუ ქსივენის კომენტარის თანახმად, ჩინეთი კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ ქვეყანაში ციფრული ვალუტით ვაჭრობა აკრძალული უნდა იყოს.

”ჩინეთი არ იძლევა კრიპტოვალუტით ვაჭრობის საშუალებას. არცერთ კომპანიას არ შეუძლია გაყიდოს კრიპტოვალუტები ჩინეთში”,- აღნიშნა სამეთვალყურეო ადმინისტრაციის დირექტორმა.

იმის ფონზე, როდესაც კრიპტოვალუტის ბირჟა წარმატებით ოპერირებს იაპონიის ბაზარზე, უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომაზე ჩინეთის მთავრობამ ბირჟა დახურა.

2019 წლის ნოემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ Binance-ის შანხაის ოფისი დახურა. მანამდე ჩინეთის ფინანსურმა ორგანოებმა ბირჟას გაფრთხილების წერილი გაუგზავნეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტიდან ცოტა ხანში ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად შემცირდა. განსაკუთრებით კი ბიტკოინის ფასი დაეცა.

კრიპტოვალუტის კურსი 8.000 დოლარს ჩამოსცდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი