დევიდ როში: ჩინეთის ციფრული იუანს აშშ დოლარის დასამარცხებლად გრძელი გზა აქვს გასავლელი

0
793

დამოუკიდებელი სტრატეგიის პრეზიდენტი და გლობალური სტრატეგი დევიდ როში მიიჩნევს, რომ ჩინეთის ციფრულ იუანს გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ აშშ დოლარის გამოწვევას უპასუხებს.

ამის შესახებ საინფორაციო პორტალი CNDC-ი წერს.

დევიდ როშის განცხადებით, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას შესაძლოა, ჰიპოთეტურად სამომავლოდ გამოუვიდეს აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლება გლობალურ ჭრილში, მაგრამ ამას ძალიან, ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

სტრატეგმა ხაზი გაუსვა, შემდეგ სტატისტიკას, რომ ევრო შეადგენს მთლიანი გლობალური ვაჭრობის სულ რაღაც 18% –20%, რასაც თავადვე უწოდა „უმწეო“ შედეგი, ხოლო ჩინური იუანი ჯერჯერობით მხოლოდ 2% -ს. მან ასევე განაცხადა:

”დოლარის ჩამოგდება – რაც ევრომ სცადა, ყველა საერთაშორისო საქმის უმსხვილესი 18–20% დაიმსახურა. ეს პროცესი ძალიან რთული გამოდგა. ამ ეტაპზე მხოლოდ ილუზია იქნება იუანის ამ ჭრილში განხილვა, რომ ის ჩაანაცვლებს დოლარს, რადგან გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, რაც დღესდღეობით ანულებს მის შანსებს.“

თუმცა დევიდ როშმა ასევე ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს ეკონომიკა იკლებს, მიუხედავად იმისა რომ სწორედ დოლარი არის საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსური რეზრვის გლობალური წყარო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი