შვეიცარიის ქალაქი გადასახადებს კრიპტოვალუტით მიიღებს

0
773

შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა კანტონის ქალაქი, ცუგი მოსახლეობას Blockchain გადახდის სისტემას სთავაზობს. გადახდის ეს სისტემა განკუთვნილი იქნება ადგილობრივი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისათვის. გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ბიტკოინით ასევე ეთერიუმით.

Bitcoin Suisse-ი არის ადგილობრივი კრიპტო ბროკერი, რომელმაც საქმიანობის გაფართოებისათვის ქალაქის შესაძლებლობა გამოიყენა. ასევე კანტონი ცუგის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ვიდეო ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიპტოვალუტით გადახდა.

”ციფრული ვალუტის ამ ფორმით მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს საშუალება კანტონ ცუგის საგადასახადო ორგანოს წევრების თავდაუზოგავმა შრომამ მოგვცა. პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Bitcoin Suisse Crypto Payments-ის გადაწყვეტის სისწორეს. ამასთანავე, ეს არის კიდევ ერთი მკაფიო პოზიტიური ნიშანი Blockchain საზოგადოებისათვის”,-აღნიშნულია Bitcoin Suisse-ის განცხადებაში.

ცუგის კანტონი, დიდი ხანია, რაც “კრიპტო მეგობრული” ადგილია. ქალაქმა კრიპტოვალუტით გადახდის საპილოტე პროგრმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ცუგმა გამოსცადა მრავალი შესაძლებლობა იმისათვის, რომ საპილოტე პროექტი წარმატებულად დასრულებულიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი