შვეიცარიის კომპანიების 7%-ს კრიპტოვალუტასთან აქვს კავშირი

0
567

შვეიცარიის ყველაზე მსხვილი საწარმოების თვითრეგულირების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შვეიცარიის კომპანიების გარკვეულ ნაწილს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნლოგიასთან აქვს კავშირი.

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ასეთი კომპანიების რაოდენობა 88-ს შეადგენს.

შვეიცარიის ფინანსური მომსახურების სტანდარტების ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი წევრების 7% დაკავშირებულია კრიპტო-ბიზნესთან.

ასოციაციის ერთ-ერთმა გენერალურმა დირექტორმა, სიმონ ვაელტიმ განმარტა, რომ 88 წევრს კავშირი აქვს ციფრულ ვალუტასთან. თუმცა წლის განმავლობაში შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.

შვეიცარია კრიპტოვალუტისთვის მეგობრულ ზონად არის მიჩნეული. ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აშშ, შვეიცარია და სინგაპური ციფრული ვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელ ქვეყნებად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რუსეთი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, როგორც კრიპტო პროექტების დაფინანსებისა და განვითარებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი