შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობს

0
722

შვედეთის ცენტრალური ბანკი საპილოტე პლატფორმის შექმნას ციფრული ვალუტისთვის გეგმავს. პროექტის სახელწოდება e-krona იქნება.

“როიტერის” ინფორმაციით, დღეს როდესაც შვედეთის მთავრობას არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის მიმართ, ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი იწყებს ელექტრონული კრონას პოტენციური სარგებლის გამოკვლევას.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვედეთის ცენტრალური ბანკი პარტნიორობას ირლანდიურ კომპანია Accenture-სთან იწყებს, რათა შექმნას საპილოტე პლატფორმა ელექტრონული ვალუტის განვითარებისთვის.

ამ ნაბიჯის გადადგმით, შვედეთის ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს გაზარდოს თავისი ცოდნა ციფრული ვალუტის პოტენციალის შესახებ.

”e-krona-ს საპილოტე პროექტის მთავარი მიზანია გამოიკვლიოს ვალუტის ტექნოლოგიური შესაძლებლობები”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შვედეთის Riksbank–ის ხელმძღვანელმა Facebook-ის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტას უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა. შტეფან ინგვესის თქმით, Libra მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს, რომ ციფრული ტრანსფორმაციისთვის მოემზადონ.

CNBC–ის Squawk Box Europe–ში სტუმრობის დროს შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა:

“Libra წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი კატალიზატორია. უნდა ვაღიაროთ, რომ, როდესაც Facebook-ის ციფრულ ვალუტაზე საუბარი დაიწყო ამან გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით იმ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი