ყირგიზეთში მაინინგის 45 კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს

0
577

ყირგიზეთმა ელექტროენერგიის მიწოდება 45 კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიას შეუჩერა. ელქტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კომპანიებმი იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავდნენ, ვიდრე ქვეყნის სამი რეგიონი.

ამის შესახებ ინფორმაციას AKIpress-ი ავრცელებს.

ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანი აიტმამატ ნაზაროვი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება არ არის განსაზღვრული ყირგიზეთის კანონით.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანიების მიერ 136 მეგავატი ელექტროენერგია არის გამოყენებული.

აიტმამატ ნაზაროვის თქმით, 45 კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიამ მოიხმარა 136 მეგავატი ელექტროენერგია, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ის, რასაც მოიხმარს ყირგიზეთის სამ რეგიონი: ისიკ-ყული, ტალასი და ნარინი.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის იაფი ფასის გამო ყირგიზეთი გლობალური კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგზე გადასახადის დაწესებას გულისხმობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი