ყაზახეთმა შესაძლოა, კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალოს

0
802

ყაზახეთის სახელმწიფო ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟების აკრძალავის წინადადებას განიხილავს. აკრძალვის მიზეზი ეროვნული ვალუტა ტენგის უსაფრთხოება და კრიპტოვალუტის მაინინგია.

ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, დანიეარ აქიშევმა განაცხადა: “ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონსერვატიული მიდგომა გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ ციფრული ვალუტების ბირჟის აკრძალვა ეროვნული ვალუტის გამო. ჩვენ გვინდა ავკრძალოთ ამ სფეროში საფონდო ბირჟის საქმიანობა, ისევე როგორც უნდა აიკრძალოს ყველა სახის მაინინგი”.

აქიშევმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პრობლემა არის რეგულაციების ნაკლებეფექტურობა, ხოლო უშუალოდ კრიპტოვალუტას ფულის გათეთრებისა და გადასახადების თავიდან არიდების საშუალებად ახასიათებს.

“კრიპტოვალუტის ბაზრის კონტროლის ინსტრუმენტი ცენტრალურ ბანკს არ გააჩნია. ეს საქმიანობა დაკავშირებულია რისკებთან, ამიტომ ამ საფრთხის თავიდან აცილება ეროვნულ ვალუტით უნდა გადავწყვიტოთ”.

დანიეარ აქიშევმა ისიც განაცხადა, რომ ყაზახეთის სამთავრობო სტრუქტურების უმრავლესობა კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, ყაზახეთმა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადა კრიპტოვალუტებისა და კრიპტო-ტექნოლოგიების განვითარებას. როგორც ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრმა დაანონსა, მუშაობა ეროვნულ კრიპტოვალუტა “კრიპტოტენგზე” მიმდინარეობდა.

ნოემბერში ყაზახეთის Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის ასოციაციამ მთავრობას მიმართა, რათა ხელისუფლებას ოფიციალური საქმიანობის დასაწყებად ნება დაერთო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი