მადრიდის ატლეტიკო Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს

0
439

ესპანეთის საფეხბურთო გუნდი მადრიდის ატლეტიკო პარტნიორობას Blockchain პლატფორმა, Socios.com–თან იწყებს. თანამშრომლობის მიზანია გუნდის გულშემატკივრებისთვის Fan Token-ის შექმნა.

გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის შემოდგომაზე Fan Token-ის გამოშვება დაიწყება.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ტოკენის ღირებულება 2 ევრო იქნება. ტოკენი გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სერვისზე ჰქონდეთ წვდომა, როგორიცაა მაგალითად, სასურველ მატჩზე ბილეთების შეძენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი ფეხბურთის კლუბის მიერ Blockchain ტექნოლოგიის დანერგვის პირველი შემთხვევა არ არის.

ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, UEFA-მ Blockchain-ი უკვე დანერგა.

2018 წლის მაისში, ლიონში გამართულ ევროპალიგის ფინალში ბილეთების 50% Blockchain ტექნოლოგიის მეშვეობით გაიყიდა. სწორედ ამ წარმატებულმა გაყიდვებმა დაარწმუნა UEFA იმაში, რომ ტექნოლოგია საბოლოოდ უნდა დაენერგა.

“UEFA ბილეთების გაყიდვის უფრო მარტივ და უსაფრთხო საშუალებას ეძებს. Blockchain ტექნოლოგიით კი, უზრუნველყოფილია ბილეთების უსაფრთხო შეძენა და თავიდან არის არიდებული ბილეთების დუბლირება”,- აღნიშნული იყო UEFA-ს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი