კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
936

წინა კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის მცირე ვარდნის შემდეგ კურსმა ისევ მოიმატა.

ბიტკოინი

ბიტკოინმა 29 იანვარს 38.406 დოლარის ნიშნული დაიკავა.

კვირას, საღამოს კრიპტოვალუტის ფასი 33.400 დოლარს ფარგლებში მერყეობდა.

თუკი კრიპტოვალუტა მოახერხებს და 38.000 დოლარის ნიშნულს კვლავ დასძლევს შემდეგი სამიზნე ფასი ჯერ 41.959 დოლარია, ხოლო მომდევნო – 50.000 დოლარი.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების ეს პროგნოზი არ გამართლდა და ბიტკოინის კურსი დაიწევს კრიპტოვალუტის მოსალოდნელი მაჩვენებელი 28.850 დოლარია.

ეთერიუმი

25 იანვარს ეთერიუმის კურსმა 1.467 დოლარის ნიშნულს მიაღწია. ესპერტები პროგნოზირებენ, რომ ეთერიუმის სამიზნე ჯერ 1.675, ხოლო შემდეგ 2.000 დოლარია. მცირე წინააღმდეგობას კრიპოვალუტამ შესაძლოა, 1.380 და 1.400 დოლარის ნიშნულებზე მიაღწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი ფასის გაზრდას ვერ შეძლებს მაშინ, კრიპტოვალუტა 1.200 დოლარის ნიშნულზე ჩამოვა.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ დაელოდონ 1.400 დოლარის პოზიციის გამყარებას. ხოლო თუ ეთერიუმი 1.200 დოლარის დონეს ჩამოსცდება ექსპერტები ამ დროს ტრეიდერებს არანაირი ინვესტიციის განხორციელებას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა 24 იანვარს 448 დოლარის ნიშნულს მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ფასი არ დაარღვევს ამ დონეს ბიტკოინ Cash-ი 440-დან 475 დოლარს შორის იმერყევებს.

ბიტკოინ Cash-ის სამიზნე 485 დოლარია. თუ კრიპტოვალუტა ამ დონეს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 515 დოლარია.

ექსპერტები მოვაჭრეებს 440 დოლარზე ვაჭრობას, ხოლო 400 დოლარის ქვემოთ კი ვაჭრობის შეწყვეტას ურჩევენ.

რიპლი

რიპლი 30 და 31 იანვარს 0.48 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ დიაპაზონიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიპლი 0.55 დოლარის ნიშნულზე აიწევს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდის ნაცვლად კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი ფასი 0.28 დოლარია.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას სანამ კრიპტოვალუტის ფასი არ გამყარდება.

ლაიტკოინი

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მყარი დიაპაზონის შემდეგ, ლაიტკოინის კურსმა 140 დოლარის ნიშნულზე ზემოთ აწევა შეძლო. თუმცაღა, 150 დოლარის დონეს მაინც ვერ მიაღწია.

თუკი კრიპტოვალუტა კურსის ზრდას მოახერხებს მომდევნო დონე 165 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი ზრდას არ აჩვენებს მაშინ, კლების ტენდენცია გაგრძელდება. მოსალოდნელი დონე კი 120-სა და 100 დოლარს შორის იქნება.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრეიდერებმა ვაჭრობა 120 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი